20:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 11:23:03, 305 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე

ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე - პასუხისმგებლობის აღება ასევე მოუწევს აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ სამართალდამცველებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბათუმში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში დაკავებულთა შორის არიან მათი კოალიციის წევრები - ვაჟა დარჩია და ლუკა ნაცვლიშვილი.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ის ასევე ამბობს, რომ ეს ბრძოლა და წინააღმდეგობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დასახიჩრება, დარბევა, უკანონო დაკავება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები. ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ „ქოცური“ განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს. სამართალდამცველებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე,“ - განაცხადა კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics