21:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 22:12:02, 402 ნახვა

პოლიტიკა
რესტორანთან სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავენ პროტესტი გრძელდება

ქართველი მოსამართლეების კორპორატიული წვეულება თბილისის რესტორან ბაბილოში, თუნდაც მსუბუქი მუსიკით გრძელდება.
დარჩენილი მოსამართლეები ქუჩებში პროტესტისა და პოლიციის კორდონის ფონზე განაგრძობენ დასვენებას.

რესტორან "ბაბილოსთან" მოქალაქეები კვლავ მიდიან, ხალხის რაოდენობა უფრო იმატებს. პოლიციას კი შემოსაღვრული აქვს რესტორანის პერიმეტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. ერთ-ერთი მოსამართლის პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში აქციის მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

“ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, - აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა

“რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics