|
2016-03-04 10:33:25, 366 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ბრალდებები და რაღაც ისინუაციები ფსევდოტრადიციულ დებულებებზე, ჩვენთვის მიუღებელია
„არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ რისკების შესაძლო არსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არაა. „მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო. ეს არის განათლების პროგრამაში ასეთი დისციპლინის, „მე და საზოგადოება“ შემოღება და ის გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ განხილვა მთავრობაში ამ საკიტხის, დაისვა შეკითხვები, მათ შორის, საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული.მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ის , რომ საწყისი ასაკიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და განვუვითაროთ ეს გრძნობა, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არაა საჭირო და მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველანი ვთანხმდებით. და ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს. ასევე მინდა მოვუწოდო მას, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარები ნებისმიერი ასეთი დიალოგისათვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და რაღაც ისინუაციები ფსებდოტრადიციულ დებულებებზე, არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. არანაირი კავშირი ამ საგანსა ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს ამ განხილვების პროცესში. მინდა ასევე ვთქვა, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა მთავრობაში იქნება ეს განხილული და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც იმიტომ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს ვაკეთოთ ის, რაც სწორია, და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)