11:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 10:55:05, 416 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდინი - რუსეთში ვიდეოთამაშების სრული აკრძალვა არ იგეგმება, მაგრამ შეზღუდვები დაწესდება

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, 9 იანვარს განაცხადა, რომ ვიდეოთამაშებზე სრული აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა ქვეყანაში სურთ შეზღუდონ „დესტრუქციული კონტენტის“ გავრცელება, რომელიც მოიცავს დანაშაულების, ნარკოტიკების და ლგბტ-ის პროპაგანდას.

ვოლოდინის თქმით, ხელისუფლება გეგმავს სპეციალური კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიზანიც ბავშვებისა და მოზარდების დაცვა იქნება, რათა მათ არ ჰქონდეთ წვდომა იმ კონტენტზე, რომელიც რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 

მისი განმარტებით, ასეთი ნაბიჯები განპირობებულია ბოლო წლებში დაფიქსირებული შემთხვევებით, როდესაც ბავშვები და მოზარდები, მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში, რომლებიც, როგორც ვოლოდინი ამტკიცებს, ვიდეოთამაშების გავლენით იყო გამოწვეული.

„ბავშვები და მოზარდები, ჩადენილ მოქმედებებს ხშირად ვირტუალურ სამყაროში აგრძელებენ, რადგან ზღვარი რეალობასა და ვირტუალობას შორის ფუჭდება“, — განაცხადა ვოლოდინმა.

პოლიტიკოსის თქმით, კანონპროექტის შემუშავებაში ასევე ჩაერთვებიან მშობელთა და პედაგოგთა ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და ინდუსტრიის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics