11:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 10:31:01, 334 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მთელი მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარადჭერას ვუცხადებ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა,  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დასმული ყველა კითხვა პასუხგაცემულია.

კვიერიკაშვილის თქმით, განათლების მინისტრის მიმართ გაუთავებელი სპეკულაციები მიმდიანრეობს.

პრემიერმა  აღნიშნა, რომ მთელი მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარადჭერას უცხადებს.

„მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო. ეს არის განათლების პროგრამაში ასეთი დისციპლინის, „მე და საზოგადოება“ შემოღება და ის გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ განხილვა მთავრობაში ამ საკიტხის, დაისვა შეკითხვები, მათ შორის, საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული.მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ის , რომ საწყისი ასაკიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და განვუვითაროთ ეს გრძნობა, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არაა საჭირო და  მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველანი ვთანხმდებით. და ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics