21:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 02:17:06, 398 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით

ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას!” - წერს უილსონი.

ამასთან, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის მიერ 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს”.

"გეთანხმებით, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მადუროს რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი ორივე არალეგიტიმურია!"- წერს უილსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics