|
2025-01-10 16:31:26, 615 ნახვა
მამუკა მდინარაძე - ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი
ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯო უილსონი იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი და "ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს“. „მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ერთ-ერთი კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა - გამოუგზავნიდა, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ლობირებას შესთავაზებდა...როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ. არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში. უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაცია ხშირი იყო ჩვენს მეგობრებს, ლიდერებსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, კონსერვატორი იყო, ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს. მისი დამოკიდებულება და განცხადებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა“,- აღნიშნა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, აღნიშნა, რომ არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)