23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 11:32:45, 429 ნახვა

პოლიტიკა
ქეთი თურაზაშვილი - ,ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ ისურვა, ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობის გამოსწორება

„35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა. მითუმეტეს რომ ჩვენი ძალისხმევით, არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს." - ამის შესახებ განცხადება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა გააკეთა, მისი თქმით, საქართველოში პენსიონერების 50% - ნახევარს, საბანკო კრედიტი აქვს. „კრედიტების პირობებზე და ლიბერთი ბანკის დანაშაულებრივ სქემაზე, რომელზეც, შესაძლოა, ტელეკომპანია იმედის სრული ლოიალობის მოსაპოვებად სახელმწიფო თვალს ხუჭავს, სხვა დროსაც მისაუბრია, ამიტომ ახლა სხვა კუთხიდან... 

პენსიონერები ბანკის ვალებს არც ბინების შესაძენად იღებენ, არც სამოგზაუროდ და არც ბიზნესის წამოწყება/განვითარებისთვის. ეს უკიდურესი გაჭირვების, სიდუხჭირის კრედიტებია. 1500-2000 ლარი, პირველად საჭიროებებზე, ყოველდღიური ხარჯების - წამლების, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის, საკვების, გათბობის - დაფარვაზე მიდის, რასაც პენსიები უბრალოდ ვერ წვდება. 

 

35 ლარი 300-ლარიანი პენსიის პირობებში არსებით დანამატად შეიძლება გასაღდეს - პენსიები 10%-ზე მეტით გაიზარდა. მაგრამ, როგორც არ უნდა შეხედო, 35 ლარი 35 ლარია.

 

,,ოცნებამ" ზუსტად იცის პენსიონერების მდგომარეობა. პირადად მე, 3 წლის განმავლობაში ,,მილიონჯერ" მისაუბრია ამაზე.. ათობით წერილი გავუგზავნე ეროვნულ ბანკს, და საპარლამენტო ფორმატში პირადად ავუხსენი არსებული მდგომარეობა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს - მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პარლამენტის წევრებს...

35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა. მითუმეტეს რომ ჩვენი ძალისხმევით, არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს.

,,ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ ისურვა, ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობის გამოსწორება და არჩია ,,business as usual" გაეგრძელებინა ირაკლი რუხაძესთან, იმის სანაცვლოდ, რომ მის ,,იმედს" ყოველ საღამოს მოხუცებისთვის მოეთხრო საქართველოში პენსიების უპრეცედენტო ზრდის შესახებ." - აცხადებს პოლიტიკოსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics