15:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 09:17:31, 460 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა “ჰადსონის უნივერსიტეტში” გამართულ აუდიენციაზე. შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რუსული გეგმები იყო.

შეხვედრაში მონაწილეობა “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმაც მიიღო, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ჩაერთო.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ამერიკელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ოლიგარქიული მმართველობის გავლენებზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსეთის გავლენის ზრდაზე და საქართველოს პროდემოკრატიული კურსის შეჩერებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა კონგრესმენს მიმართეს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. შეხვედრა ჰელსინკის კომისიის ჩართულობითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics