|
2025-01-09 12:44:02, 318 ნახვა
დღეს სალომე ზურაბიშვილი საქართველოზე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
დღეს, 9 იანვარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ - ინფორმაციას "ჰადსონის ინსტიტუტი" ავრცელებს. ჰადსონის ინსტიტუტის მიერ დაორგანიზებული დისკუსია 19 საათზე დაიწყება და მასში სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას თბილისიდან, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება. "ჰადსონის ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის პოზიცია დაიჭირა, დაგმო დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, გააღრმავა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და უკრაინის ომი ჩრდილო- ატლანტიკურ ორგანიზაციას დააბრალა. პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის გზით. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქართველები გაბედულად დგანან რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს".
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)