16:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 18:48:27, 460 ნახვა

პოლიტიკა
ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლები საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის უარყოფას მოითხოვენ

43 ევროპელი და ამერიკელი კანონმდებელი და ყოფილი მაღალჩინოსანი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, მოითხოვონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

განცხადებაში კანონმდებლები მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს, საქართველოში არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებასა და ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების, ოფიციალური პირებისა და სხვა დამნაშავეების წინააღმდეგ ერთიანი სანქციების გატარებას.

“ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკისკენ, რომ არავითარი მაღალი დონის შეხვედრები არ უნდა შედგეს თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის მანამდე, სანამ ის ახალ, სათანადო მონიტორინგის მქონე და სათანადოდ ჩატარებულ არჩევნებს არ დათანხმდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერებს შორის არიან როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, მთავრობის ყოფილი წევრები და დიპლომატები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics