2025-01-07 21:26:54, 367 ნახვა
მსოფლიო
ნატო დაიცავს მნიშვნელოვან წყალქვეშა ობიექტებს ბალტიისპირეთში
ნატოს ხომალდები ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვან წყალქვეშა აქტივებს დაიცავენ. ამის შესახებ ფინურმა სამაუწყებლო კორპორაცია Yle-მ სამშაბათს, 7 იანვარს განაცხადა.
მისივე თქმით, ოპერაცია კვირის ბოლოს დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება. ჯამში ათამდე გემი ჩაერთვება.
ფინეთის ყურეში უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, ფინეთის და ესტონეთის ძალები განახორციელებენ. ბალტიის ზღვაში სხვა ქვეყნების გემები მორიგეობენ ენერგეტიკისა და IT კაბელების მახლობლად.
2024 წლის 30 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა გააძლიეროს თავისი ყოფნა წყლებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,