16:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 14:24:31, 552 ნახვა

მსოფლიო
რადისლოვ სიკორსკი - რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრ ევროპელს სჯერა

ევროპა და უკრაინა შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის წინაშე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ დათანხმდებიან შეთანხმებას, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა

მისივე თქმით, ევროპა გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუს ლიდერებს სჯერათ და რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრ ევროპელს სჯერა.

„უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთობლივად ვეცდებით, გავაფართოოთ სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალი კავშირის გაფართოების დაჩქარებით, როგორც აღმოსავლეთით, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით. პუტინის რუსეთი დარჩება უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ. სამწუხაროდ, მის მიზნად რჩება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მუდმივი განადგურება“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics