20:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 12:19:58, 447 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics