2025-01-06 10:16:50, 11495 ნახვა
კულტურა
ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
![]() ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) “ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა. „ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ „ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის. დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის. მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის. მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში „განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის. საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“. მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ „ემილია პერესში“ შესრულებული როლოსთვის. საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, „ნაკადს” გადაეცა.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|