|
2025-01-06 00:11:00, 793 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება
რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press წერს, რომ თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება, მხოლოდ ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. მათივე ცნობით, რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება. თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ერევნის (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი. კომპანია, რომელიც ამას აკეთებს არკადი ნოვიკოვის კუთვნილებაშია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთერთი დაახლოებული პერსონაა. არკადი ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში ვლადიმერ პუტინის რწმუნებული იყო. ამ როლში მან მონაწილეობა მიიღო კამპანიაში „მხარი დაუჭირე პუტინს არჩევნებში“. ნოვიკოვმა განაცხადა, რომ „პუტინი ზედმიწევნით იცნობს რუსეთს და მისი სიტყვები არასოდეს არ განსხვავდება საქმისგან“. არჩევნებში პუტინის მხარდაჭერის შემდეგ ნოვიკოვის კომპანია Intelli-მ რამდენიმე სამთავრობო კონტრაქტი მიიღო. 2018 წელს გაფორმდა ოთხი კონტრაქტი ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმოს "პრეზიდენტის სამსახურის" ღონისძიებების მომსახურებისთვის 2 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობით, რამაც მას საშუალება მისცა შესულიყო კრემლის მომწოდებლების წრეში. ნოვიკოვი ასევე იყო მოსკოვის მერის სობიანინის რწმუნებულიც.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)