|
2016-03-03 10:39:40, 1264 ნახვა
კომენტარი
ევა გოცირიძე ადასტურებს, რომ დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეებს ”ცუციკები” უწოდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეები არაეთიკურად მოიხსენია და მათ ცუციკები უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს. მათივე ცნობით, გოცირიძე ამბობს, რომ ეს ფრაზა მას თავად არ მოუსმენია და მომხდარის ვერც ზუსტ დროს იხსენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ ფაქტის გამო გვენეტაძის დისციპლინარული დევნას გამორიცხავს. "ეს თემა რომ იყო გაჟღერებული და უკმაყოფილება რომ გამოიწვია ეს მახსოვს, მაგრამ მე ვიყავი თუ არა, ვერ ვიხსენებ. საბჭოს სხდომაზე მოხდა თუ სხვაგან, არვიცი. გამიგია უბრალოდ კოლეგებისგან, რომ რაღაც ასეთი მოესმათ",-განაცხადა ევა გოცირიძემ. მოსამართლეთა წრეში კიდევ ერთი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, საუბარია შიდა კომპიუტერულ ქსელში მოსამართლეთა მიმოწერაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)