2016-03-03 10:38:13, 473 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცეს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხელშეში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს ეწვივნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა მათ დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი და ყვავილები გადასცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან