03:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 17:58:16, 371 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარლამენტის მიერ არჩეილ პრეზიდენტ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა, რითაც ხაზი გაუსვა ჩინეთი-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში არსებულ "პოზიტიურ მომენტუმს". ინფორმაციას OC MEDIA ავრცელებს.

"სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს", — ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

"მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან [მიხეილ ყაველაშვილთან], რათა ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა, ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა გავაღრმაო, ხელი შევუწყო ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და ადამიანების უკეთესი კეთილდღეობის შექმნას", — აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვები მიიღო: თურქეთის, სომხეთის, ბელარუსიის და აზერბაიჯანის ლიდერებისგან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics