16:02 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 10:43:23, 374 ნახვა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი - თანამშრომლების გათავისუფლებაზე პოზიციის დაფიქსირების გამო გამიშვეს

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ალიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმით მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს მის კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და კობა ბარამიასთან. 

„წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.

მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფალი ვარ.

აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს”. – წერს ალიაშვილი.

 

ცნობისთვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამიაც წერენ, რომ მათაც მიიღეს მსგავსი შეტყობინება.

ბოლო დღეებში მრავალი საჯარო მოხელე აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ.

აღსანიშნავია, რომ  თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რამდენჯერმე ღიად დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. ბოლო პერიოდში მერიიდან გაათავისუფლეს მედიის ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, თაია მახარაშვილი,საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, ლანა ქარდავა,  ასევე შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics