16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 17:16:11, 389 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსიაში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს

ბელორუსის ხელისუფლებამ სკოლებში სანტა კლაუსი და ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერები აკრძალა და ამის ნაცვლად რუსული საახალწლო ტრადიციების დაცვა ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დღესასწაულების წინა დღეს სკოლებისთვის სპეციალური ბრძანება გამოიცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საახალწლო არდადეგების რეპერტუართან დაკავშირებით.

აღნიშნულია, რომ აკრძალვა მოიცავს ტრადიციულ საშობაო სიმღერებს, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებსა და დასავლურ მელოდიებს, როგორიცაა Jingle Bells. გარდა ამისა, სასკოლო არდადეგებზე აიკრძალა სანტა კლაუსის (წმინდა ნიკოლოზის ინგლისურ ვერსია) და ნაძვის ხის დეკორაციები, რომლებიც შესაძლოა დასავლურ ტრადიციებთან იყოს დაკავშირებული.

ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაუწია რუსული საახალწლო ტრადიციების გამოყენებას ბელორუსის განათლების სისტემის ყველა დონეზე.

პოლონური რადიო იხსენებს, რომ წარსულში ბელორუსია კრძალავდა ვალენტინობისა და ჰელოუინის აღნიშვნასაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics