06:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 13:00:51, 391 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ, ამერიკას  სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყება შესთავაზა. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს,  ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით,  თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება ჯანსაღი ნაბიჯები გადადგმული და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ასვე ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics