06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 11:17:40, 362 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასახავს ქართველი ხალხის ნებას

,,ზურაბიშვილმა ხალხის სიყვარული დაიმსახურა, ის პრეზიდენტად რჩება" , - ამის შესაბ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა

მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 

,,აქ საუბარი არ არის ივანიშვილთან დაპირისპირებაში რომ არის ამიტომ არის მისასალმებელი ის, რასაც აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ხალხის ინტერესს ასახავს და განსაკუთრებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში დიახაც, ეს ასეა. ცხოვრება არსა არ გიმზადებს ადამიანს. პირველი დღე, სალომე ზურაბიშვილის ინაუგუაცია რომ იყო, იმ ინაუგურაციის მე და ძალიან ბევრი ადამიანი ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში. ნამდვილად, წრფელი  გულით მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია იმ დღეს არ უნად ჩატარებულიყო ბევრი მიზეზის გამო. 

დღეს მისი ფორმალურად ბოლო დღეა, თუმცა ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება და აქ ვდგავართ. დიახ, ეს საზოგადოებრივი-პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი. მთავარია, ხალხის ინტერესს ასახავდე და მან ხალხის სიყვარული დაიმსახურა. მთავარი როლის შემსრულებელი არის ხალხი, ვერცერთი პოლიტიკოსი, ვერც ზურაბიშილი, ვერც ამერიკელი კონგრესმები და პრეზიდენტი ვერაფერს გახდებოდა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, თუ არა ქართველი ხალხის ნება, - ამბობს ნიკა მელია. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics