|
2024-12-28 11:42:31, 354 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო - რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის უარს საპასუხო ზომებით ვუპასუხებთ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. მისივე განცხადებით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „უკიდურესად ძვირიანი ჟესტია“ ევროკავშირისთვის. „სლოვაკეთი ნახევარმილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტისთვის, უკრაინა თითქმის მილიარდ ევროს, რუსეთი კი, სავარაუდოდ მხოლოდ 2.5 მილიარდ ევროს. ჩვენ კვლავ რუსები დავსაჯეთ არა?! სლოვაკეთი დაკარგავს არამხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება. – აცხადებს ფიცო. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში, ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)