2016-03-02 16:37:42, 539 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 4-5 მარტს (4 მარტი - 18:00 საათი, 5 მარტი - 12:00 საათი) გაიმართება.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან