|
2024-12-28 11:31:28, 407 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა: „სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ." თეა ახვლედიანმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. „დაღუპულთა გლოვის ამ მძიმე დღეებში ვუცხადებთ სოლიდარობას აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს, რომლებთანაც ჩვენ მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს." - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის ჩანაწერში. მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)