08:12 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 12:01:41, 291 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - საგარეო მიმართულებით ყველაფერი დალაგდება

„ქვეყანაში გვექნება მშვიდობა. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით ბოლოს გაკეთებულ განცხადებებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლოდინებზე ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, დამარცხებული ოპოზიციის სასიკეთოდ არაფერი ხდება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.

„რაც შეეხება დამარცხებულ გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ისინი არიან დამარცხებული, ჩვეულებრივი „ლუზერები“. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მინდა, დაგარწმუნოთ ყველა და ვუთხრა ქვეყნის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, კეთილდღეობას იგრძნობს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics