|
2024-12-25 16:14:04, 636 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 22 400 000 ლარი დაიხარჯა
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 726 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 12 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად. „წლის განმავლობაში აშენდა გრუნტის დამჭერი 6 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 155 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 368 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, 26 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში 159 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 4 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 30 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი 25 მისამართზე შეიცვალა. პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2025 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა და მოწვეული სტუმრები. ინფორმაციას თბილისისი მერია ავრცელებს.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)