10:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 17:54:28, 459 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს

იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები; იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. 

„პოლიტიკური პროცესის წარმართვა რომ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტია იმიტომ, რომ ის მიღწევები, რა მიღწევებიც ჩვენ დღეს გვაქვს - ეს არის არალეგიტიმურობა საქართველოში გამეფებული რეჟიმის; ის მიღწევა, რაც არის საერთაშორისო საზოგადოებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას, სანქციები - ეს არის ყველაფერი ქართველი ხალხის პროტესტის, ახალგაზრდების დამსახურება. 

ჩვენი, ისევე, როგორც ყველას მოთხოვნა, ვინც დგას პროტესტზე, ნამდვილად ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. 

რაც შეეხება დიალოგს, მე პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ აუცილებელია პოლიტიკური პროცესი და შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები...

არ ვიცი, რა ფორმაციას გულისხმობს ეს საბჭო, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ შეთანხმება და ფორმები ახალ არჩევნებზე, რომელიც გარდაუვალია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, არის აუცილებელი. გარდა ამისა, მე ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები; იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics