10:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:44:16, 407 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე პრეზიდენტსა და ოპოზიციაზე - ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ

დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების მომზადების მიზნით საბჭოს ჩამოყალიბებაზე და ამასთან დაკავშირებით გამართულ ოპოზიციის კონსულტაციებს. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის. 

"ჩვეულებრივი სისულელეა. არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, რასაც ვხედავთ დღევაfნდელი მოცემულობით. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, ის იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ მათ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა არ აწარმოეს, რატომ არ ვიცი და გაუგებარია ეს ყველაფერი.

ყველაზე მთავარი - ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, რადგან იყო მრავალპარტიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ვნახეთ მისივე შუალედური დასკვნა, საბოლოო დასკვნა, სადაც ყველაფერი ნათქვამია.

ის, რასაც ვისმენთ ახლა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თქვენ იცით, რომ მას ერთი პარასკევიც არ აქვს დარჩენილი და უნდა, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს, გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის, რა საბჭოებზეა ლაპარაკი?! „მთავრობანას“ თამაშობენ ერთმანეთში",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics