10:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:32:45, 310 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე - ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული

რაც შეეხება ეუთო/იდირის დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. 

თბილისის მერის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ორმხრივად ითანამშრომლოს ეუთო/ოდირის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების შესასრულებლად. 

"არაფერი განსხვავებული, რაც იყო შუალედური დასკვნა, რაც იყო გაკეთებული განცხადებები არჩევნების შემდეგ. რეკომენდაციები რაც არის მოწოდებული, აქ საუბარია იმაზე, რომ ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან და ამავდროულად, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ და თუ კი რაიმე გასაუმჯობესებელია, ამ მიმართულებით მზად ვართ,  ვიმუშავოთ",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics