2024-12-24 10:58:10, 346 ნახვა
საზოგადოება
მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს
ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს.
„ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობაც დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),