|
2024-12-23 20:53:14, 691 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ
სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზს, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წლისთვის ვითარება დასტაბილურდება და ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მაღალი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური წინაპირობები შენარჩუნებულია.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება, ყოველთვის იყოს, ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა ბევრად უფრო კონსერვატიულია ხოლმე, ვიდრე რეალურად შემდეგი შედეგები დგება.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ზრდის იმ მოლოდინის რეალიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურ, ფორმალურ პროგნოზზე მაღალი უნდა იყოს, მეტი მუშაობაა საჭირო, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წარმატება. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის ტურისტული ნაკადის ზრდის მიზნით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ბაკურიანის გარდა, ასეთივე ღონისძიებები მიმდინარე სეზონზე დაგეგმილია საქართველოს კიდევ ერთ სამთო კურორტ გუდაურში. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ზამთრის სეზონზე აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ სეზონი იყოს წარმატებული ბიზნესისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)