06:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 20:45:32, 358 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რომ ბიზნესთან დისკუსია შემდგომშიც გაიმართება

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას შეთანხმება შედგა, რომ ბიზნესთან დისკუსია შემდგომშიც გაიმართება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მზად არის დიალოგისა და დისკუსიისთვის საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის ბიზნესთან.

"აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, რათა მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მიიღებენ ამომწურავ  ინფორმაციას, რომელიც მათ ალბათ თავიანთ მომავალ გადაწყვეტილებებში მიეხმარება, რომ სტაბილურად გააგრძელონ ბიზნესის კეთება და ინვესტირება ჩვენს  ქვეყანაში. ასევე ვფიქრობ, ღია ეთერში დისკუსია საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება",- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, შეხვედრა ოპონირების ფორმატში უფრო ეფექტური იქნება იმისთვის,  რომ საზოგადოებას მიეწოდოს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, უფრო ნათლად იყოს წარმოჩენილი ხელისუფლების პოზიციები. მისი თქმით, შეხვედრა უახლოეს ხანებში გაიმართება და ბიზნეს-სექტორი თავად გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი ბიზნესის სახელით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics