05:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 09:52:58, 506 ნახვა

პოლიტიკა
ცაჰკნა - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება,– ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, ქართველი ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს, შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

„პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაუშვებელია და საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მრავალ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუმჩნეველი და უპასუხოდ არ დარჩება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველები აგრძელებენ ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გადაუხვიონ ევროპასა და დემოკრატიას.

სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ უჭერენ ამ ინიციატივას მხარს სხვა ქვეყნები. ამ კვირაში ასეთივე ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, რომლებმაც სანქციები რიგი ქართველი მაღალჩისნოსნების მიმართ შემოიღეს“,- განაცხადა ცაჰკნამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics