12:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 18:41:42, 580 ნახვა

პოლიტიკა
„დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ - თბილისში კახელების მარში იმართება

თბილისში კახელებისა და ქიზიყელების საპროტესტო მარში, სლოგანით „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები ერეკლე II-ს მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.

„მე როგორც ერთი ინგილო ქალი, უშიშარი ვარ, არ მეშინია. ვიბრძოლებ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა დავასრულოთ ეს უზურპატორი მთავრობა, უზურპატორი ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა ჩვენი ქვეყანა, უამრავი ახალგაზრდა სცემეს და დაასახიჩრეს. გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. უნდა მოხდეს დამსჯელი რაზმების გასამართლება საერთაშორისო სასამართლოს მიერ. აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ეს არის ჩემი პერფორმანსი - ქლიავი ნიშნავს, რომ როგორც ინგილო ქალმა ერეკლე მეფეს თავზე დააყარა ქლიავი, ასე მინდა, მე შიშველი ხელებით და მხოლოდ ქლიავით ვუთხრა მთავრობას - დასრულდით, დამთავრდით, თქვენი არ გვეშინია“,- განაცხადა მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, თბილისსა დ ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები 25-ე დღეა იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics