|
2016-03-02 12:24:32, 618 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 155 თავისუფლებააღკვეთილი პირი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ განკარგულებას. როგორც ქორიძემ განაცხადა, 105 პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, რომელთაგან 8 ქალბატონია. ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი, რომლის შესაბამისად შეწყალებულია 155 მსჯავდებული, რომელთაგან 105 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია და ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის და ერთი ქალბატონის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)