|
2016-03-02 12:06:34, 1101 ნახვა
სხვადასხვა
ბრაზილიის პოლიციამ Facebook-ის ლათინოამერიკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
ბრაზილიის სამართალდამცავებმა ქსელი Facebook-ის ლათინოამერიკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, დიეგო ჯოდანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავების მიზეზი სამართალდამცველებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა აღმოჩნდა. მისი დაკავება სან-პაულოში მაშინ მოხდა, როდესაც სამსახურისკენ მიემართებოდა. სასამართლო ორდერის თანახმად, ტოპ-მენეჯერმა სამართალდამცველების მოთხოვნა არ შეასრულა, რომლის თანახმადაც ჯოდანს ნარკოტრაფიკისა და ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის ფარგლებში კონფიდენციალური ინფორმაციის WhatsApp-დან მიწოდებას ითხოვდნენ. ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში სან-პაულოს შტატის სასამართლომ ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალური ქსელის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ამერიკულმა კომპანიამ ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. თუმცა, სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ ეს განაჩენი გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)