|
2024-12-21 09:59:20, 6017 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 21 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება. უწყვეტი პროტესტის 24-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება. გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს: 10:00 - მანქანების კოლონა ქუთაისიდან - ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისისკენ 12:00 - უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლების მარში - იუსტიციის სახლი; 12:00 - ამერიკის საელჩოს წინ; 13:00 - გაფიცვა; 14:00 - კახა ბენდუქიძის კამპუსის - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან საქალაქო სასამართლომდე; 14:00 - სოციალური მუშაკების შეკრება - თსუ I კორპუსი; 15:00 - მასწავლებელთა მარში - ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან აღმაშენებლის გამზირამდე; 15:00 - ქუთაისელების მარში - გაბრიაძის თეატრიდან საქართველოს პარლამენტამდე; 16:00 - იოგის მოყვარულთა და პროფესიონალთა მარში - დინამოს სტადიონიდან საქართველოს პარლამენტამდე; 16:00 - სვანების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 17:00 - აჭარლების მარში - ევროპის მოედანი; 17:00 - გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 17:00 - მოდის ინდუსტრიის პროტესტი - ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - არაგველების მარში - ბუკიას ბაღიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - იმერლების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - რაჭველების მარში - ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - ქართლელების მარში - მზიურის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - ტატუ არტისტების და ტატუ მოყვარულთა მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - მესხების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - მეგრელების მარში - თსუ-ს I კორპუსი; 19:00 - ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - ISET მარში - მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16; 20:00 - მოცეკვავეების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე; თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)