08:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 16:48:27, 484 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრიტანელ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.

„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო, შეშფოთება გამოთქვა. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას ზიანს აყენებს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და კიდევ 2 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics