09:51 - 06 Jun, 2026
|
2024-12-20 16:32:36, 1551 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში შეკრებილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა თანამებრძოლებმა, ოჯახის წევრებმა პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. "პოლკოვნიკი, რომელსაც დღეს 64 წელი შეუსრულდებოდა 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)