17:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 17:10:11, 389 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსული ოკუპაციის გამო ჩემმა წინაპრებმა ქვეყანა დატოვეს - მე ამას არ გავაკეთებ

საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი - საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისმა წინაპრებმა ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო დატოვეს და ის ამას არ გააკეთებს.

"საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი - საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ზოგიერთი ამბობს, რომ მე გავხდები ტიხანოვსკაიასავით ან ვენესუელის პრეზიდენტივით, რომელსაც აღიარებენ, როდესაც ის დევნილობაში იქნება და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. მე ეს არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება - რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას?! მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად... ჩემმა წინაპრებმა დატოვეს ეს ქვეყანა, რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ გავაკეთებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics