18:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 13:28:51, 422 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ბიზნესი პროტესტს უერთდება - საერთო განცხადებას უკვე 1 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს - ეს უკვე გამარჯვებაა!

ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება - საერთო განცხადებას უკვე 1 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს. 

„დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. 

ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის  ხერხემალია, ის ქმნის სამუშაო ადგილებს. მის შექმნას კი წლები და ბევრი შრომა სჭირდება. 

დღეს ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის. ეს ნიჭიერი ხალხი არასდროს გახდება რომელიმე ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა! ეს უკვე გამარჯვებაა!“ - წერს ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics