18:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 13:30:21, 440 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ - გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს

გახსნან მოლაპარაკებები, ხვალვე ვაწერთ ხელს,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, რომელშიც საქართველოს მთავრობას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

კობახიძე აღნიშნულ მოწოდებას აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სივრცეში არსებული მდგომარეობა სამწუხაროა.

„ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს. რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესული. ძალიან სამწუხაროა ეს მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის სივრცეში“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics