|
2024-12-17 13:45:42, 1379 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ევროპის ჩემპიონს კარატეში, თათია ფუტკარაძეს მიღწეული წარმატება მიულოცა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ევროპის ჩემპიონს კარატეში, თათია ფუტკარაძეს მიღწეული წარმატება მიულოცა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შუახეველი თათია ფუტკარაძე, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ 15-ე ევროპის თასზე კარატეში, საქართველოს კარატეს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა, რომელმაც 13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი საპრიზო ოქროს მედალი მოიპოვა. „თათია წარმატებით ასპარეზობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურნირებში. არის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, აჭარის ღია ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირის ოუფენ ბათუმის პრიზიორი და სხვა მრავალი ტურნირის მონაწილე.
ომარ ტაკიძემ, სპორტსმენს სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა. შეხვედრას, მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)