18:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 10:45:35, 523 ნახვა

მსოფლიო
მედია - მოსკოვში, საკუთარ სახლთან გენერალი, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა, ააფეთქეს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.

გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად.

გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

„გამოძიების თანახმად, 17 დეკემბერს, დილით, მოსკოვში, რიაზანსკის პროსპექტზე, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგარ სკუტერში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპა“, - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics