2024-12-15 19:03:37, 401 ნახვა
პოლიტიკა
მე-18 დღე პარლამენტთან - მოქალაქეების პროტესტი გრძელდება
დედაქალაქში მოქალაქეები მე-18 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკურ კურსს.
დღესაც, მოქალაქეებმა დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყეს შეკრება და ყველა მათგანმა 19:00 საათისთვის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, რომელიც სრულად გადაკეტილია სიმშვიდეა და მოქალაქეების ნაკადი აქციას კვლავ ემატება.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,