16:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 17:30:18, 461 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად, რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

გადაკეტილია მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნაწილი.

ამ წუთებში, საფეხბურთო კლუბების - „რეალისა“ და „ბარსელონას“ ქართველი გულშემატკივრები ფოლარმონიიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.

პარალელურად, საპროტესტო მსვლელობა იმართება მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდანაც, სადაც ხელოვანები იყვნენ შეკრებილი.

ხელოვანების მსვლელობას კულტურის სამინისტროსთან შეკრებილი ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კი, IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში საპროტესტო აქციები მე-18 დღეა იმართება. 

თბილისი და სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics