16:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 15:29:21, 478 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - მივესალმები ესტონეთის გადაწყვეტილებას, უწყვეტ პროტესტს ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, უწყვეტ პროტესტს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

"დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. ასე რომ, გავაგრძელოთ პროტესტი, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას. რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას. როგორც კი მოვიშორებთ არეულობის მომტან ივანიშვილს, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics