2024-12-14 16:44:08, 482 ნახვა
პოლიტიკა
მიხელსონი - საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება.
როგორც მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
„საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“,- წერს მიხელსონი
შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,